“ჩემი 96 წლის პაციენტი ქალი ხეზე ციყვივით დადის”

605

მარინა ტოტოჩავამ ფეისბუქში დაწერა:

“ვიღაც ძალიან დარდიანად წერდა ახლა, სიკვდილი არ მინდაო. წლები ძალიან გარბიანო და ეს არ მინდაო, მეშინიაო.

ჯანმრთელობას თუ სწორად მიხედავთ, წლები არაფერი არ არის. კარგი ჯანმრთელობა ამარცხებს წლებს. სიკვდილი ყველა ასაკშია. დაბადებისთანავეც კი. კრეატიული ადამიანები არასოდეს ბერდებიან. კრეატივი, უპირველესად, ცხოვრების ჯანსაღ წესს მოიცავს. სჯობს ასაკიანი და ჯანმრთელი იყო, ვიდრე ახალგაზრდა და დაავადებული.

ყველამ დიდხანს უნდა იცოცხლოს. დღეს ამის განჭვრეტა და რეგულირება უკვე შეიძლება. თუ ევროპასა და ამერიკაში 100 წლის და მეტის ადამიანები დისერტაციებს იცავენ და პარაშუტიდან ხტებიან, ჩვენც გვექნება ისეთი ქვეყანა ,ადამიანები ყველა ასაკში ძლიერი და ბედნიერი იქნებიან.

ოფიციალური სამედიცინო ტერმინოლოგიით, ქალს, რომელიც 27 წლისაა და მშობიარობს, ეწოდება ბებერი მშობიარე. მედიცინის კანონით, ყველას ძვალი ბერდება 27 წლიდან. მაგრამ, სწორი მიდგომით ძვლის სიბერეს და საერთოდ სიბერეს შეაჩერებ. როგორი სისხლძარღვები გაქვს, იმდენი წლის ხარ. სისხლძარღვების ათეროსკლეროზი უკვე 10 წლის ბავშვებზე იწერება. კლიმაქსი– დიაგნოზი 13 წლის გოგონაზე დაიწერა. პაციენტი მყავს ქალი, 96 წლისაა და ხეჭეჭურის თვალუწვდენელ ხეზე ციყვივით დადის. როცა მისი მეზობელი 30 წლის გოგო, უსაქმურობისგან და უწიგნურობისგან ძლივს იზლაზნება.

ახალგაზრდობა ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღეა და არა ციფრები. მადონა 63 წლისაა და თინეიჯერს ჰგავს. ჩვენთანაც ბევრია ასაკოვანები. ახალგაზრდებზე უკეთესად რომ გამოიყურებიან.

ნუ დარდობ მეგობარო. იყავი გულღია, კეთილი, მხიარული და საინტერესო. ესაა ახალგაზრდობის ფორმულა. რადგან ყველაზე მეტად ბოღმა აბერებს.