“აი, ვფიქრობ და მაინც ვერ გავიგე რა ამოძრავებდა წამყვანს ამ შეკითხვის მომზადებისა და დასმის დროს”

1,065

მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნოე სულაბერიძის გუშინდელ გადაცემას ეხმაურება.

ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც ერთი კოვზი ბალღამი ერთ კასრ თაფლს აფუჭებს თავისი სიმწარით:

მშვენიერი ინტერვიუ ჰქონდა წუხელის ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს ტელეკომპანია “იმედ”-ზე ამავე კომპანიის წამყვანსა და პროდიუსერთან ნოე სულაბერიძესთან ( გადაცემა #ნოესთან ).
ქალაქის მერმა აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად და ადამიანური სისუსტეების თუ სიძლიერის გამოვლინებების დაუფარავად ფაქტიურად აღსარება თქვა ტელეეკრანიდან…
დარწმუნებული ვარ, ვინც უყურა ამ გადაცემას , არც ერთი ადამიანი გულგრილი არ დარჩენილა ბატონი კახა კალაძის ემოციებითა და განცდებით, რომელიც ზომიერად გაჯერებულია ახალგაზრდა კაცის გულწრფელობით და უშუალობით…
და ამ ყველაფრის ფონზე რა დასანანი და კონტექსტიდან ამოვარდნილი გახლდათ წამყვანის მიერ აშკარად მერკანტილური ტონალობითა და შინაარსით ჯიქურ დასმული შეკითხვა “მისი მეგობრის პრობლემური საკითხის თაობაზე” , რომლის შესახებაც თბილისში ალბათ, ძალიან ზარმაცმა და ინდიფერენტულმა მოქალაქემ არ იცის მხოლოდ!
აი, ვფიქრობ და მაინც ვერ გავიგე რა ამოძრავებდა წამყვანს ამ შეკითხვის მომზადებისა და დასმის დროს : საზოგადოების თვალში აშკარად წამგებიან პოზიციას , რომელშიც მისი მეგობარი ( მისი სიტყვით) იმყოფება წლების განმავლობაში , დაუმატა უკვე აშკარად მერკანტილური, პარტიკულარული ინტერესები და ცუდი ეჭვების აღმძვრელი პასუხგაუცემელი კითხვები – რის სანაცვლოდ გაიფუჭა წლობით ნაგროვები მაყურებლის სიმპატია და სატელევიზიო რეიტინგი ამ წამყვანმა და პროდიუსერმა ?!
პ.ს. : მიუხედავად ამ ლაფსუსისა წამყვანის მხრიდან, რესპონდენტი გადაცემის პირველი წამიდან ბოლო კადრამდე აბსოლუტურად ღირსეული და ხელშეუხებელი დარჩა მისი მისამართით ნებსით თუ უნებლიედ გასროლილი მოუზომავი სიტყვისა.”