“მე, გლოვოს კურიერს, ორჯერ მეტი ხელფასი მაქვს ვიდრე ექიმს; სამჯერ მეტი ვიდრე მეხანძრეს, ჯარისკაცს; ოთხჯერ მეტი, ვიდრე მასწავლებელს”
სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი მილაძე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანაში პროფესიებს სათანადოდ არ აფასებენ
“ფაქტია, რომ მე, გლოვოს კურიერს, პიცის და შაურმის მიტანისთვის ორჯერ მეტი ხელფასი მაქვს, ვიდრე ექიმს, რომელსაც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე აბარია; მეხანძრეს სამჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომელიც თავისი სიცოცხლის ხარჯზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს; ჯარისკაცს სამჯერ ცოტა ხელფასი აქვს, ადამიანს, რომელიც ომში წინა ხაზზე დგას; მასწავლებელს ოთხჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომელიც მომავალ თაობას ზრდის…
ამის მერე ასეთ წუმპეში რომ ვართ გიკვირთ? არცერთ კურიერს არ ვაკნინებ, მაგრამ სადაც ეს ყველაფერი არაპროპორციულადაა გადანაწილებული, იქ მუდამ ჭაობი იქნება. არც იმას ვამბობ, რომ მე არ მეკუთვნის ეს ყველაფერი, უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს სათანადოდ არ აფასებენ.”