“ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!”

479

გადაცემა „პრაიმ შოუშს“ სტუმარი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო.

მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

„პრაიმშოუს” გუშნდელ ეპიზოდს ექიმები ეხმაურებიან.

გიორგი ღოღობერიძის კოლეგამ, ბიძინა კულუმბეგოვმა ეს ეპიზოდი ასე შეაფასა:

„ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!

იმედია, ამ კარგ და თავდადებულ ადამიანს ბოდიშს მოუხდიან უსწრაფესად ამ სამარცხვინო თავდასხმის გამო“.

კიდევ ერთი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ამ ვიდეოს აზიარებს და წერს:

„რატომ არ შეგვიძლია შავისა და თეთრის გარჩევა?

მეორედ შემხვდა ეს გადაცემა და მეორედაც გამაოგნა.

თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი (!) აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?

კარგი ექიმი ექიმია პალატაშიც, ინტერნეტშიც, სატელეფონო ხაზზეც, ეკრანზეც და არც პაციენტისთვის რჩევის მიცემა აშინებს.

არსებობენ კარგი დამწყები ექიმები და ცუდი პროფესორები“.

აღსანიშნავია კომენტარები, რომლებიც იწერება გიორგის გვერდზე, მოქალაქეთა უმეტესობა აკრიტიკებს “პრაიმშოუს” წამყვანებს და წერს, რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ არ სურს, მისნაისი ექიმები ჰყავდეს ქვეყანას.

გიორგი ღოღობერიძის კოლეგამ, ბიძინა კულუმბეგოვმა ეს ეპიზოდი ასე შეაფასა:

„ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!