მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა, რომელიც ორსულობის მეოთხე თვეზე დაიბადა, პირველი დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ CNN წერს.
რიჩარდ სკოტი აშშ-ის მინეპოლისში ვადაზე 131 დღით ადრე დაიბადა. ის დაბადებისას 337 გრამს იწონიდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი 0%-ი იყო. თუმცა დაბადებიდან 6 თვის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს.
რიჩარდი გინესის წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე დღენაკლული ბავშვი მსოფლიოში, რომელმაც სიცოცხლე შეძლო.