“ვოვა გუცაევთან ერთად ვთამაშობდი ერთ გუნდში…“

406

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ძველ ვიდეო სიუჟეტს აქვეყნებს და წერს, რომ ფეხბურთს ვოვა გუცაევთან ერთად თამაშობდა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, მის ამ ვიდეო სიუჟეტს დიდი სკანდალი მოჰყვა.

ვოვა გუცაევთან ერთად ვთამაშობდი ერთ გუნდში. ჩემთვის მარცხენა-მარჯვენა სულ ერთი იყო. დე ბრუინი ვიყავი.

მანანა მანჯგალაძის ამ სიუჟეტს დიდი სკანდალი მოჰყვა. დეპუტატს რომ ხედავთ ბურთით ხელში, ეს ბურთი უკან ბუჩქები რომ ჩანს, იქიდან ამოაძვრინა რის ვაი-ვაგლახით.

გადაგვივარდა და პატივი გვცა. საყურებლად იყო მოსული.

ჰო, და ამ მანანამ არ გადაუღო ამ მომენტში(ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პარტერში, ანუ ჩოქბჯენში ქართულად).

ატყდა ერთი ამბავი, ზარების რეკვა ტელევიზიაში. მერე სხვანაირად გადამონტაჟდა ეს ნაწილი. უბუჩქოდ რა თქმა უნდა“,– წერს გოცირიძე.