“იცით, ღირსეული როდის გამოჩნდებოდით?” – სკანდალური მიმართვა ინგა გრიგოლიას

2,231

გაზეთ “თბილისის” ყოფილი რედაქტორი, სოსო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს რა უსტარი დაუწერია?!
შეგვიძლია, ასე დავასათაუროთ:
„წიგნი ინგა – დარეჯანისა, ვახტანგისადმი მიწერილი.”
ოღონდ, „ვეფხისტყაოსანი” აქ არაფერ შუაშია, მხოლოდ სტილს დავესესხეთ.
ინგა – დარეჯანს ადვილად გამოიცნობთ, ვახტანგი კი იგივე ვატოა, წერეთელი, „ტვ პირველის” დამფუძნებელი.
***
ალბათ, მსგავსი ეპისტოლე ქართულ მედიას არ ახსოვს.
იქნებ ვინმემ გამახსენოს, „ოდეს ყოფილ არს აქამომდე”, ჟურნალისტს დამფუძნებლისთვის სიყვარული ასე საჯაროდ აეხსნას?!
***
და კიდევ რამდენი რამაა ჯერარსმენილი და გასაკვირი ამ უსტარში?!
სულ ორიოდე დღის წინათ დიდი რიხით აცხადებდა, დირექტორი და მედიამენეჯერი(?!) გელაპარაკებითო?!
რა ამბავში იყო, თითქოსდა, მელაძის მოსვლით გახარებული?!
რა პათოსით გვიანონსებდა „ტვ პირველის” ისტორიაში ახალი ერის დაწყებას?!
და ახლა რას წერს?
ბოლოდროინდელმა გადაცემებმა ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები გაანაწყენაო?!);
ვერავის დავაჯერებ, რომ სხვების გადაცემებში არ ვერევიო(?!)…
მოკლედ, მელაძის გადაცემებმა მაიძულეს, დირექტორის თანამდებობის დატოვებაო.
თითქოს არ იცოდეს, რომ სწორედ ამას არავინ დაუჯერებს.
***
ინგა გრიგოლიამ საერთოდ ასე ყალბად იცხოვრა ქართულ ტელესივრცეში(რასაც ჟურნალისტიკას ვერაფრით ვუწოდებ). მაგრამ „ხანგრძლივ ეს სოფელი”… უკვე დადგა დრო, როცა ფულსა და კეთილდღეობას მოჩვენებითს „კაი ტიპობასთან ” ვეღარ შეათავსებს.
***
ძვირფასო ინგა,
იცით, ღირსეული როდის გამოჩნდებოდით?
„ტვ პირველში” ნოდარ მელაძის მოსვლა რომ გაგეპროტესტებინათ.
ახლა ყველაფერი უკვე გვიანია…
მათ შორის, თქვენი უსტარიც, რომლის გულწრფელობას თვით ვატოც კი არ დაიჯერებს.” – წერს ჭუმბურიძე.