“მთელი საქართველო გლოვობს ზურას გარდაცვალებას, ძალიან დააკლდები ყველას და სრულიად საქართველოს კარგო კაცო”
მომღერალ ზურა ბაკურაძეს, დღეს, 26 ივნისს, 14:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში იმართება.
ცნობილი მუსიკოსის ტრაგიკულ გარდაცვალებას მრავალი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
ზურა ბაკურაძეს ემშვიდობება მომღერალი პაატა ხაჩიძეც.
“მთელი საქართველო გლოვობს ზურას გარდაცვალებას, ძალიან დააკლდები ყველას და სრულიად საქართველოს კარგო კაცო, ნათელში იყოს შენი სული”-წერს პაატა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
42 წლის ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი, რომელიც რაჭაში დედის დაკრძალვის შემდეგ რამდენიმე დღით დარჩა, მშობლიურ სოფელ სევაში, სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.