“არასდროს დავიღლები მანამ, სანამ ჩემი აფხაზეთი კვლავ ფეხზე არ დადგება მყარად!”

320

აფხაზეთიდან დევნილი ლექსო გოგოხია, სოციალურ ქსელში ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას ყოფილი საჯარო სკოლის ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობის მძიმე ყოფაზე საუბრობს.

ეს იყო სკოლა, სადაც მე-5 კლასამდე ვისწავლე. ბევრი მოგონება მაკავშირებს მასთან,ბევრი რამ მასწავლა. დღეს კი განადგურებულია, სახურავიც კი ჩანგრეულია. ვუყურებ და ვხდები, რომ ეს მდგომარეობა სრულად ასახავს თუ რა დღეშია ჩვენი საზოგადოება აფხაზეთში, რომელიც ყველასგან მიტოვებულია.
არასდროს მითქვამს, რომ დავიღალე და არც არასდროს არ დავიღლები, მანამ სანამ ჩემი აფხაზეთი კვლავ ფეხზე არ დადგება მყარად!
აფხაზეთი, დიხაზურგა! – წერს გოგოხია.