ნაპოვნია თანხა გლდანის “სითი მოლში“ – “თუ ამ პოსტს კითხულობს და ბარათის ციფრები ემთხვევა, შემეხმიანოს…“

370

გლდანში „სითი მოლში“ მომხმარებელს ბანკომატთან თანხა დარჩა  ამის შესახებ სოციალურ ქსელში შექმნილ დახურულ ჯგუფ „გლდანში“ დაიწერა.

ინფორმაციას მარუშკა მაისურაძე ავრცელებს.

ნაპოვნია თანხა გლდანის „სითი მოლში“, ბანკომატს ქალბატონმა თანხის განაღდება მიუთითა და თანხას არ დაელოდა, გვერდით ვიდექი და ის უკვე წასული იყო ბანკომატმა თანხა რომ გამოუშვა, სავარაუდოდ, მეტროში ჩავიდა, ვეძებე და სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, თუ ამ პოსტს კითხულობს და ბარათის ციფრები ემთხვევა, შემეხმიანოს“, – წერია პოსტში.