“ვერსად ვერ ჩაატარებთ პრაიდს, ყველგან მოვალთ “- გაფრთხილება “ლგბტ” ჯგუფებსა და ხელისუფლებას

750

5 ივლისს, “ალტ-ინფო”-ს ჯგუფის წევრები, თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან ერთად დილის 10 საათიდან ლგბტ მარშის საწინააღმდეგო შეკრებას გამართავს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ისინი არ მისცემენ ლგბტ ჯგუფებს ე.წ ღირსების მარშის ჩატარების შესაძლებლობას და იქნებიან ყველგან, სადაც შეეცდებიან რამე აქტივობას.

“ჩვენ ორგანიზებულად გადავანაწილებთ ადამიანებს მთელი რუსთაველის გამზირის მასშტაბით, 1000 კაცი ერთგან, 1000 მეორეგან და ეს ხალხი დაიკავებს მთელ რუსთაველს, ძირითადი სამობილიზაციო მასა ვიქნებით 9 აპრილის ბაღში და როგორც კი მოვა ინფორმაცია, რომ სადღაც აპირებენ მარშის გამართვას, ეს ძირითადი მასა უკვე შეუერთდება იქ მყოფ ჩვენ ჯგუფებს, რომლებიც ადგილზეც იქნებიან, ამიტომ “ლიბერალებს” არ ექნებათ ფუფუნება, რომ ჩვენ სადღაც არ ვართ, მთელი რუსთაველი გვექნება დაკავებული”- ამბოს ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა მარტინენკო.

“ვერსად ვერ ჩაატარებთ პრაიდს, ყველგან მოვალთ და პოლიციას მოვუწოდებ გაითვალისწინოს, რომ თქვენ თუ გინდათ, რომ ეს აღლუმი ჩატარდეს, რომ მანდ ბევრად უფრო მეტის აღება მოგიწევთ თქვენ თავზე, ვიდრე ე.წ “გავრილოვის ღამეს” იყო და გიღირთ ეგ? თუ თქვენ ხალხს ამას უპირებთ?

ამერიკისა და ევროპის ელჩისგან ხომ მიიღეთ გზავნილი, ახლა ჩვენი მოკრძალებული გზავნილიც მიიღეთ”– განაცხადა კიდევ ერთმა ორგანიზატორმა ზურაბ მახარაძემ.