“ხეზე ვდგავარ, ძალიან ცუდი ჩასასვლელია“ – ზურა ბაკურაძის ტელეფონიდან ამოღებული ბოლო ვიდეო, რომელიც რაჭაში გადაიღო

630

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარინე ძაგნიძე “ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის ტელეფონიდან ამოღებულ ბოლო ვიდეოს აქვეყნებს. მომღერალი რაჭაში გადაღებულ ვიდეოში საშიში გზის შესახებ საუბრობს.

„ზურას ტელეფონიდან ამოღებული ბოლო ვიდეო- მის საყვარელ რაჭაში, საშინელ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე. ამ ხეობის სიყვარულს შეეწირა ჩვენი უსაყვარლესი ბიჭი. რა ძნელია შენზე წარსულში საუბარი, ჩემო ზურა“ – წერს მარინე ძაგნიძე და ვიდეოს აქვეყნებს.