დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ლგბტ თემის შესახებ საუბრობს:
“ძალიან ტოლერანტული ვიყავი სქესობრივი უმცირესობების მიმართ, ეს მაშინ, როცა საზოგადოება ბევრად აგრესიული იყო. სულ “ვაშოშმინებდი” აგრესიულად განწყობილებს, რომ ეს ადამიანის პირადი ცხოვრებაა და დაუშვებელია ამ ნიშნით გარჩევა, ყურადღების გამახვილება.
როგორც ექიმს, მესმის, რომ ბუნებითი (გენეტიკურად) ტრანსექსუალი ძალიან ცოტაა, ლამის 1-2% დანარჩენი კი…
უსაშინლეს ექსპერიმენტად ითვლება აშშ-ში, ბალტიმორში, ფსიქოლოგ ჯონ მანის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელსაც ჰქვია “გოგონად გაზრდილი ბიჭი”: ტყუპისცალ ბრიუსს ოპერაციის დროს პენისი დაუზიანეს და ჯონ მანის რჩევით, ტყუპი ბიჭებიდან ბრიუსი გაზარდეს, როგორც გოგო, დაარქვეს ბრენდა, შესაბამის დროს შესაბამისი პლასტიკური ოპერაციებით. ბრენდას ვერ შეაყვარეს კაბის ტარება, მამის ხელსაწყოებით თამაში ერჩივნა თოჯინებს, ბიჭის თვისებები ჰქონდა. 3-ჯერ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. 20 წლის შემდეგ მას გაუმხილეს, რომ ბიჭად დაიბადა. ბრენდამ დაირქვა დავითი და პლასტიკური ოპერაციების წყალობით ისევ მამაკაცი გახდა, დაქორწინდა. ბოლოს კი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი . . ექსპერიმენტატორს ბავშვთა გენდერული ნეიტრალურობის დამტკიცება უნდოდა ამ ექსპერიმენტით, საპირისპირო კი დაამტკიცა!
ვუყურებ ჩემ ტყუპ შვილიშვილებს, გოგო-ბიჭს, სიამოვნებით ვაკვირდები, და ვხედავ, როგორი დაკავშირებულია სქესთან მათი თამაშები და ქცევები: 1,6 წლიდან ბიჭი მანქანას ჩაუჯდება იატაკზე და ხელით აგორავებს, გოგო ჭიქას და კოვზს ირჩევს გასართობად, ენკი-ბენკის ყურებისას გოგო გოგონების ცეკვის სტილს აკოპირებს, ბიჭი-ბიჭუნების და მამაკაცისას. ამას თავისით გრძნობენ, სქესის ძალით, ეს ყველაფერი შიგნით უწერიათ, გენეტიკაში, მადლობა უფალს!
ზოგადად, ვიცი, რა ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შეიძლება იქონიონ გავლენა მოზარდის როლური იდენტიფიკაციის დარღვევაზე. მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ.
მთავარი ისაა, რომ ძალიან ტოლერანტული ვიყავი ზოგადად, ლგბტ თემის მიმართ. ახლა აღარ ვარ ისეთი ტოლერანტული! რატომ?
იმ არასამთავრობოების გამაღიზიანებელი უტიფრობის გამო, საკუთარი ცხოვრების წესის ძალით “ცხვირში შემოტენვის” გამო, უცხოელი მეგობრებისა და ელჩების ჩარევის გამო, – ოპოზიციური პარტიების “პარტიული” “სოლიდარობის” გამო!
გოგონებო, ბიჭებო, “ჰალსტუხიანო” ბიძიებო, დეპუტატებო, აცადეთ, რა იმ ხალხს, ცხოვრება, ნუ სპეკულირებთ მათი ცხოვრების წესით, ნუ დგამთ “საშინელ ექსპერიმენტს” მათ ცხოვრებაზე, ნუ ურთულებთ ცხოვრებას, ძალით ნუ ზრდით მათ მიმართ გაღიზიანებას საზოგადოებაში!
დიახ, მე ნაკლებ ტოლერანტული გამხადეს, იმიტომ, რომ “გადაამლაშეს”!
დიახ, ჩემს გარშემოც ბევრს “ამოუყვანეს” ყელში, ამ ვაი-“უფლებათა” დამცველებმა, სინამდვილეში კი ბოროტმა პროპაგანდისტებმა!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.