“იმედია, ქართველებმა იამაყეს”

762

სამხრეთაფრიკელმა მომღერალმა, მარიჩან ლუიტერსმა, რომელმაც 2 ივლისს, სამხრეთ-აფრიკისა და „ბორჯღალოსნების“ დაპირისპირების დაწყებამდე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა, Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

„რამდენიმე ფოტო გადავიღე, ვიდრე პირდაპირ ეთერში საქართველოს ჰიმნს, „თავისუფლებას“ ვიმღერებდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მივსალმებოდი მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკაში და მათ მშობლიურ ენაზე მემღერა. იმედი მაქვს, ისინი ამაყობდნენ, როცა მათ ჰიმნს ვასრულებდი’‘, – წერს მომღერალი.