“გილოცავთ, ფოტოში, სახეზე გეტყობოდათ ცვლილება, ვიდრე დაწერდით” – ქეთი ჟღენტი მესამე ბავშვს ელოდება?

415

ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკზე” ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოდელი, სავარაუდოდ, მესამე ორსულობას ამხელს. ქეთის ამ თემაზე “ინსტაგრამზე” არაფერი უთქვამს, თუმცა ვიდეო ცხადად მოწმობს იმას, რომ მოდელი მესამე შვილს ელოდება.

“გილოცავთ, ფოტოში, სახეზე გეტყობოდათ ცვლილება, ვიდრე დაწერდით” – უწერენ ქეთის ვიდეოს კომენტარებში 

რამდენიმე კვირის წინ ჟღენტს “ტიკ-ტოკზე” ისიც დაუწერეს, რომ წონაში მოიმატა, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ამ თემის ხაზგასმა საზოგადოების მხრიდან არასწორია. გამომწერები ქეთის წონის მატებასა და ამ ვიდეოს დადებას ორსულობას უკავშირებენ.

მოდელი მილიონერი ბიზნესმენის, თორნიკე, თოშა ქებურიას მეუღლეა. ქეთი უკვე ორი შვილის დედაა. პირველი გოგო კატერინა 2 წლის არის, ხოლო ბიჭი, ბუბა, ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდა.