63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება

924

63 წლის ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი 25 წლის რეპერ RMR-ს ხვდება. ამის შესახებ გამოცემა Page Six-ი წერს.

წყვილი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთხელ შენიშნეს.

„შერონს ძალიან მხიარული ზაფხული აქვს. ის და RMR-ის დროს დრეიკთან ერთად ატარებდნენ, ხატავდნენ და შამპანურს სვამდნენ, ახლა კი ერთმანეთთან პირისპირ ყოფნით ტკბებიან“, – ამბობს გამოცემის წყარო.

აღსანიშნავია, რომ RMR-ის ვინაობა უცნობია, საჯაროდ გამოჩენისას ის ყოველთვის ნიღაბს ატარებს.