ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს..
ახლახანს მის შვილს, ლუკასს დაბადების დღეს ჰქონდა. ნეკამ შვილის ფოტო გამოაქვეყნა, თუ როგორ აღნიშნეს ერთად დაბადების დღე.
„ჩემი მაგარი ბიჭი ძალიან სწრაფად გაიზარდა. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ის ისევ სამი წლის ბავშვს ჰგავს, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ ბოლოს სწორედ ამ ასაკში ნახეს. ჩემს ლუკასს უკვე ყველა ის პიროვნული თვისება აქვს, რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს“ – წერს ნეკა დოროყაშვილი.