ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, როგორც წესი, ვმართავ უქმე დღეებში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე და თან, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის საათებში.
პ.ს. მეც გამიგეთ რა, არ მაქვს ისეთი კონსპირაციული ბინები, სადაც ჩუმად შევალთ მე და ჩემი კონფიდენტი და ფოტოს ვერ გადამიღებენ” – წერს ნაცვლიშვილი.