ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე იუბილარია, ის 30 წლის გახდა.
ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.
ეპატაჟური პირადი ცხოვრებისა და კარიერის გამო თამო ვაშალომიძის ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
იუბილარმა მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, ხოლო რჩეულისგან – წითელი ვარდების თაიგული.
„ბავშვობაში 30 წელი მეგონა ძალიან დიდი და გოგოდ ვერავის აღვიქვამდი. აკა კი მეხუმრება, დღეის მერე გოგო აღარ ხარ, ქალობაში გადახვედიო. მე კიდევ პირიქით ვთვლი, ახლა ვარ 17 წლის“ – წერს თამო.