“კელი დეგნანის მკაცრი განცხადებების მერე, რამდენიმე ადამიანის აღშფოთებული პოსტი შემხვდა, ეს ქალი ელჩია, თუ ნამესტნიკი, ჩვენს შინაურ საქმეებში ასე ღიად რომ ერევაო.
ჰოდა, თქვენ მინდა გკითხოთ პატივცემულო აღშფოთებულებო: 2012 – ში ჰილარიმ ბათუმში რომ უთხრა მიშას, ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდესო, მაშინაც ასე აღშფოთდით?
ან იმავე წლის ოქტომბერში, არჩევნების ღამეს სენატორები: რიში და შაჰინი მიშას რეზიდენციაში რომ მიუვარდნენ და არჩევნების შედეგების აღიარება მოსთხოვეს, ამ ამბის გაგების მერეც თქვით, რა სენატორების საქმე იყო, ჩვენი პრეზიდენტი რას აღიარებდა და რას არა, ეგენი კოლონიის ღენერალ-გუბერნატორები ხომ არ არიანო?”– წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში