“პატივს ვცემ 40 წლის ქალიშვილებსაც და მათაც, ვინც ყოველდღიურად იცვლიან პარტნიორებს”

967

„რუსთავი 2“-ის გადაცემის „ექიმები“ მეხუთე ეთერის თემა სექსი და მისი ხანგრძლივობა იყო. გადაცემაში სტუმრად მყოფ ცნობილ სახეებს ბლოგერები – გურამ შეროზიასა და თი მაჭავარიანს ექიმები ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ.

ბლოგერები კი მათ დასმულ კითხვებს სცემდნენ პასუხს.

ექიმები: თქვენი აზრით კვირაში რამდენჯერ უნდა ჰქონდეს ადამიანს სექსი?

თი მაჭავარიანი: რამდენჯერაც უნდა, თუმცა ვფიქრობ რამდენჯერაც ვარჯიშია რეკომენდებული, მაგალითად კვირაში 3-4-ჯერ ასევე უნდა იყოს სექსი და სასურველია კვირაში რამდენიმეჯერ ჰქონდეს ურთიერთობა.

გურამ შეროზია: 0-იდან უსასრულობამდე. თუ უნდა სულ არ ჰქონდეს, თუ უნდა უსასრულოდ.

აქვე გავაკეთებ ერთ კომენტარს, ბოლო პერიოდში საპირისპირო ტენდენცია წამოვიდა. ერთი ჩემი მეგობარი 30 წლის ქალიშვილი, ისე დააკომპლექსეს რომ პირველივე შემხვედრთან დაწვა და ასე მოიშორა ეს დიდი ტვირთი, ამიტომ მე არ მომწონს ადამიანებზე ზეწოლა, პატივს ვცემ 40 წლის ქალიშვილებსაც და მათაც ვინც ყოველდღიურად იცვლიან პარტნიორებს. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. ვინც ელოდება დიდი სიყვარულს უნდა ელოდოს. ნეტა მეც დავლოდებოდი და 90-იან წლებში ბიძებისგან ქალებში წაყვანილს იძულებით არ მქონოდა სექსი.