რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში მელია ცხოვრობს

2,077

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში მელია ცხოვრობს.

როგორც კორპუსის მცხოვრები ამბობს, მეზობლებმა მათი მოკვლა სცადეს.

,,ნამდვილად მელა იყო, უბრალოდ, შემეშინდა, რომ ბავშვებთან არ ჩამოსულიყო და მეზობლებსაც არ დაენახათ, არ არიან დიდად ჩვენი მეზობლები ცხოველთა მოყვარულები. როგორც კი გაიგეს, რომ მელა იყო, ავარდნენ ცოცხებითა და ჯოხებით, რომ მოეკლათ. როგორც კი ეს გავიგე, გადავწყვიტე, დამერეკა პატრულში. კანონი იცავს ცხოველებსაც და ძალადობა როგორ შეიძლება. ავედი, ვნახე, ჩემ წინ იდგა პატარა, იმდენად უნდოდა გაქცევა, გადახტომას აპირებდა, ვეძახდი, მოდიოდა, მიყურებდა ჩერდებოდა. ჩემმა დამაც დაინახა, დედამაც და მეზობელმა თქვა, ჩემს ტილოზე ეძინა ღამეო”, – განაცხადა კორპუსის მცხოვრებმა.

მისი თქმით, ცხოველს არავისთვის უკბენია და თვითონაც შეშინებული იყო.