“დღევანდელი ტელეეთერი წალეკილი აქვს ფსიქიურად გაუწონასწორებელ, ნევროზულ, თითქმის ყვირილში გადასულ ადამიანებს”
თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, პოლიტიკოსია, მედიის წარმომადგენელი თუ ვინმე საჯარო პირი….ჯერ მის ჰაბიტუსს, საუბრის მანერას, ხმას, დადებით აურას და მშვიდ, დამაჯერებელ ტონს ვაკვირდები და უკვე ამის შემდგომ მაინტერესებს მისი იდეები და მსოფლმხედველობა, – ამის შესხებ სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი ტელეეთერი კი წალეკილი აქვს ფსიქიურად ისეთ გაუწონასწორებელ, ნერვოზულ, თითქმის ყვირილში გადასულ ადამიანებს… პოლიტიკოსი იქნება ეს თუ მედიის წარმომადგენელი რომ მათი პირიდან სულ რომ 100000% იანი ჭეშმარიტება იღვრებოდეს…”არა”!!
No thanks!!
ა რ მ ი ნ დ ა!!!
არ მინდა, იმიტომ რომ უპირველესა ყოვლისა, ჯერ მათი ყურება მღლის!!!!!
მათი მუდამ დაძაბული, აგრესიული ტონი მღლის,(რასაც მათდა სამწუხაროდ თავად ვერ გრძნობენ) !!!
მათი 220 ვოლტზე შეერთებულივით შეშლილი თვალების ყურება მაშინებს!!
„ვამბობ-წყალი არ გაუვა!!” საუბრის მანერა და მისი კამერაში თვალების გაყრები მაღიზიანებს!!!!
საუბრის აგრესიული, საკუთარი აზრის თავს მომხვევი,ხისტი მანერა მაღიზიანებს!!!
გაუწონასწორებელი ქაოსური ხელების ქნევა, განსაკუთრებით საჩვენებელი თითის ტრიალით „დედას გიტირებთ” პრინციპით საუბარი მაღიზიანებს!!
მაგიდაზე მუშტების კაკუნით რაიმის მტკიცება მაღიზიანებს!!
ოპონენტისთვის საუბრის არ დაცლა, პირში შეჩრა, პირად შეურაცყოფებზე გადასვლა და საკუთარი აზრის ყველაფრის ფასად, ხშირად უკვე ყვირილის ხარჯზე გატანა მაღიზიანებს!!!
დღენიადაგ, ყოველი საუბრის:
„ესენი უნდა წავიდნენ!” ფრაზებით დაწყება… შემდეგი ორი საათი ზემოდ აღწერილ ფსიქო-ტერორის რეჟიმში ლანძღვა-ფურთხება-გინების კორიანტელი” და ბოლოს თითის ქნევით”მალე ჩვენი დრო დადგება!!” ჰეფი ენდის სტილში საუბრის დამთავრება მაღიზიანებს!!
გაჭირვებული მოსახლეობისადმი ყალბი თანადგომის და თანაგრძნობის გამოხატვაშიც აგრესიის ჩადება(ისიც,მხოლოდ მთავრობისადმი მუქარის,”დედის ტირების” ხარჯზე)
ანუ…..ხალხისადმი “ლანძღვა-გინებითი თანაგრძნობა”: “ამ დღეში თქვენ ამ დედ@@@@ლებმა ჩაგაგდეს,მაგრამ ჩვენ გადაგარჩენთ” სტილში საუბარი მაღიზიანებს!!!
კი ბატონო!! წავლენ!! ადრე თუ გვიან წავლენ! არაფერია სამუდამო,მაგრამ ფაქტი ისაა რომ თქვენ და თქვენისთანა აგრესიულ, მყვირალა, ფსიქიურად გაუწონასორებელ “ტელე-ფეისებს” არ უნდა გადაეცეთ ესტაფეტა!! გავმეორდები: სულ რომ 10000000000% იან სიმართლეს ამბობდეთ! იმიტომ რომ დაღალა და გამოიფიტა ხალხი ამდენი ფურთხით, აგრესიით, ფსიქო-ტერორით!!!! დაიღალა ამ მუდმივად რევოლუციური, მყვირალა, მკივანა, მოღრიალე, მსტვენარა, ნიშადურების და საღებავების მქნევარა “20% ოცპროცენტა” სიფათებით!!
(ვითომ ჩვენ ნაკლებად განვიცდიდეთ ოკუპაციას)
საბრალო ხალხს მშვიდი და გაწონასწორებული სახეები მოენატრა,
სიყვარული მოენატრა,
რაღაცის რწმენა მოენატრა,
მორალი და ზნეობა მოენატრა,
თვითმყოფადობა მოენატრა
მათ ისედაც სტრესულ, დუხჭირ ცხოვრებაში დადებითი აურის,მშვიდად მოუბარი ადამიანები მოენატრათ!
ამ ზემოდ აღწერილი ნატურის პოლიტიკოსთა და მედიის წარმომადგენლთა ხელში კი, ისინი სულაც რომ ზე-ბრწყინვალედ და ზე-პროგრესულად აზროვნებდნენ……ქვეყანა მშვიდი, გაწონასწორებული,სტაბილური და შესაბამისად წარმატებული არასოდეს არ იქნება! ის მუდამ დენთის კასრზე იჯდება როგორც შიდა ისე საგარეო “ფრონტზე”!!!!!!
ყველასათვის ცნობილია რომ მსოფლიო ისტორიაში, სწორედ ასეთ მყვირალა, რევოლუციონერ,ფსიქო გადახრილ მაგრამ საკმაოდ ჭკვიან, ზე-განათლებულ და ზე-პროგრესულად მოაზროვნე ლიდერებს მიჰყავდათ ქვეყნები სრულ კოლაფსამდე!!!
რა ჯანყი ბუნება,ხასიათი და აგრესიაც ქვეყნის მმართველ ადამიანებში დევს-ის თვისებები და მათი გავლენა ქსეროასლივით გადაეცემა მის ქვეყანას!!!
ზიგ ჰაილა ადოლფას, დუჩეს და Отец Народа-ს მიერ დაგიპნოზებული ქვეყნებიც ამის ნათელი მაგალითია!
სიყვარული და სიმშვიდე გადაგვარჩენს!!!
თორემ ამათი შემხედვარე ისღა დამრჩენია Animal Planet ის არხზე “შევჯდე“, – წერს თამარ ივერი.