მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„ხალხო, ეს რა ისტერიკაა – „დაბერდი”. ჰო, ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები.. რატომ წერთ ამას თავმომწონედ, თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ. თქვენი მიღწევა არაა, თუ ვინმეზე გვიან დაიბადეთ ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები. ჰო, შესაძლოა, თქვენი აზრით, დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, ვიდრე 10 წლის წინ), მაგრამ ამას ასე ირონიით რატომ წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატება რატომ არის?
ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ, ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს. ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ, თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში, ვისაც ვემახსოვრებოდი…
„წვერი გაიპარსე“, „რას ჰგავხარ“, – არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?”, – წერს სუხიტაშვილი.