“სტურუას რომ გაეშალა თბილისში მსგავსი სუფრა, წარმომიდგენია რა ატყდებოდა”

457

სოციალური ქსელში ვრცელდება ბუბა კიკაბიძის დაბადების დღის  ვიდეო მასალა. მომღერალმა იუბილე თბილისის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

„განა ცუდია. თბილისის რესტორანში ხდება ყველაფერი. ყველა ეს მსახიობი მიყვარს. მაგრამ რუსეთის სამსახიობო ბომონდის პატივსაცემად, ვთქვათ და რობიკო სტურუას რომ გაეშალა თბილისში მსგავსი სუფრა, წარმომიდგენია რა ატყდებოდა. მაგრამ ნაცების პარტიული სიის პირველი ნომრისთვის ყველაფერია ნებადართული”,– წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, ქართველი კინომსახიობი, სიმღერების ავტორი, საქართველოს სახალხო არტისტი – ბუბა კიკაბიძე 83 წლის გუშინ გახდა.