“მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და ყველაფერში დაგეხმარები“ – რას წერს ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი

402

19 ივლისს, მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის ქალიშვილი ელენე იუბილარი იყო.

ელენეს დაბადების დღე ნინიმ და მისმა მეგობრებმა არაერთი სიურპრიზით მიულოცეს და დრო საცურაო აუზზე მხიარულად გაატარეს.

ირაკლი კუტალაძემ კი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა:

„უკვე რვა წლის ხარ, მიყვარხარ, ჩემო ბედნიერებავ! იყავი ბედნიერი და ჯანმრთელი, უფალი გფარავდეს შენი ცხოვრების მანძილზე. მე ყოველთვის ვიქნები შენს გვერდით და ყველაფერში დაგეხმარები“ – წერს ირაკლი კუტალაძე.