ცნობილი ბიზნესლედი ფუფა გოგლიძე სოციალურ ქსელში მაკა ასათიანის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დიზაინერი ეტლით გადაადგილდება და ფეხი თაბაშირში აქვს ჩასმული.
“მაკა კარგადაა, უბრალოდ, სახლში ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი აქვს მოტეხილი, კარგად არის, ჯანმრთელად…” – ამბობს Ambebi.ge-სთან კომენტარში ფუფა გოგლიძე.
მიუხედავად იმისა, რომ მაკა ასათიანი მეორე მეუღლესთან კოტე გოგელიასთან და უმცროს შვილთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, ის ხშირად ჩამოდის საქართველოში.