წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში მცხოვრები სპორტსმენს, ლუკა მხეიძეს, რომელმაც საფრანგეთს პირველი ოლიმპიური მედალი მოუპოვა, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა. ლუკა მხეიძემ -60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“,- ნათქვამია მაკრონის ტვიტში.