ქართველი მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს და ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.
„ანტივაქსერებო! ამხელა დაინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელს რას უშვრებით? ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან. საველე პირობებზე საუბრობენ უკვე!! აბასთუმანში ვართ ეხლა ბიძაშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ჩვენ არა და დავტოვეთ საავადმყოფოში. უკანა გზაზე ხელი დამიქნია ხანში შესულმა კაცმა. მომერიდა და გავუჩერე. კოვიდის კონტაქტი ვარ-მეთქი, გავაფრთხილე და ვერ წაგიყვანთ, ბოდიში-თქო.
მე არ მეშინიაო. დამიჯდა უნიღბოდ მანქანაში. მომერიდა და წამოვიყვანე. აი, ეს დამოკიდებულებაა დღეს და ამიტომ საველე კი არა, ვერანაირი პირობა ჩვენს შეგნებას ვეღარ გადაარჩენს, მე ასე მგონია“,- წერს მაია.