“რამდენიმე კვირის განმავლობაში 33 მილიონ ევროს გაუფრთხილებლად ვატარებდი ჩანთით“

325

გერმანიაში ქალმა ლატარიაში 33 მილიონი ევრო მოიგო, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მოგებულ ბილეთს ჩანთით რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდა. ინფორმაციას

abc news-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, გერმანიის ლატარიის გათამაშება 9 ივნისს გაიმართა და 45 წლის ქალი მისი ერთადერთი გამარჯვებული იყო, თუმცა შედეგების შემოწმება დაავიწყდა. მან ბილეთში 1,2 ევრო გადაიხადა. ლატარიის კამპანია ქალის ვინაობას არ ასაჯაროებს, მაგრამ მის განცხადებას ავრცელებს.

„ახლაც თავბრუ მეხვევა იმის გაფიქრებაზე, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში 33 მილიონ ევროს გაუფრთხილებლად ვატარებდი ჩანთით“, – აცხადებს გამარჯვებული.

ის ერთი შვილის დედაა და აპირებს მოგებული თანხით ქმართან და ქალიშვილთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს და გარემოს დაცვაზე იმუშაოს.