“დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა!”

1,152

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე პოსტს ავრცელებს.

„დაინგრა საქართველო, დღეს იმდენი ადამიანი დარჩა ფსიქოტროპულის გარეშე. აი კატასტროფაა, არ ვიცი რამდენი აფთიაქი დალუქეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. რა უბედურება გვჭირს, მე არ ვიცი, რა ეშველება ამდენ ადამიანს, რომელიც ამ პრეპარატებზე არის დამოკიდებული! გამოსავალს ვერ ვხედავ! არ ვიცი, გამოსავალი არის. ერთი, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ დღის სინათლეზე, შევთავაზოთ დახარება! მივცეთ საშუალება მოვიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, ლეგალურად მიიღონ ეს პრეპარატები დროებით და მერე ვიზრუნოთ, როგორმე დახმარება რომ შევძლოთ. ჩავუნაცვლოთ რამით და გამოვაფხიზლოთ, სხვანაირად ვერ დავამრცხებთ ამ პრობლემას! სანამ იქნება მოთხოვნა, აუცულებლად გაჩნდება მოწოდება – ჯუნგლის კანონია. უნდა გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი რამენაირად!“, – წერს ნარკოლოგი სოციალურ ქსელში.