“მინდა გაგაფრთხილოთ, ვისაც სიცოცხლე კიდევ გინდათ, როგორც ჩანს, იქ მაკონტროლებელი არ არსებობს“

1,184

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რაჭაში ჩასულ მოსახლეობას და რაჭველებს აფრთხილებს.

როგორც ფსიქოლოგი წერს, მისი ძმა და შვილი მოიწამლა, რადგან ვადაგასული ე.წ. სგუშონკა იყიდეს.

„თბილისელებო რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, და რაჭველებო-ც, ვისაც სიცოცხლე კიდევ გინდათ, – ჩემმა ძმამ და ჩემმა შვილმა იყიდეს ე.წ. „სგუშონკა”, რომელსაც 8 (რვა!) თვის წინ ჰქონდა ვადა გასული.

რა თქმა უნდა, ორივე მოწამლულია. კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ და მივადექით აყროლებულ ქილას და წავიკითხეთ ვადა. ნუ, ამათ რომ არაფერი უთხრა პროდუქტის შეცვლილმა ფერმა და გემომ, ეს ჩვენი პრობლემა და ტკივილია, რას ვიზამთ, ნდობით სავსე კაცები არიან.

თქვენ კი მინდა გაგაფრთხილოთ, როგორც ჩანს, იქ მაკონტროლებელი არ არსებობს, ვინც პროდუქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეროვნული სინდისის მწვავე დეფიციტიცაა, ხოდა ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ საკუთარი თავების იმედი გქონდეთ და არ იყიდოთ არაფერი, ვადის შემოწმების გარეშე,“- წერს ნათია ფანჯიკიძე.