“მინდა გიამბოთ მის თავდადებულ ცხოვრებაზე…” – რას წერდა პატრიარქი მამა იოაკიმეზე

267

არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი 93 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

13 წლის წინ, 2008 წლის 18 მაისის საკვირაო ქადაგებისას, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა იოაკიმეზე ბრძანა:

ახლა მინდა გიამბოთ ერთი ადამიანის თავდადებულ ცხოვრებაზე. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი მამა იოაკიმე (ასათიანი), რომელსაც სულ ახლახანს 80

წელი მეუსრულდა. მე მამა იოაკიმეს სოხუმიდან, აფხაზეთიდან ვიცნობ და მუდამ მაკვირვებდა მისი თავდადებული მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო და ამ დროს ჩვენ ვცდილობდით ეკლესიები გაგვეხსნა, აგვემოქმედებინა … კერძოდ, ბედიის მონასტერი და სხვები. ამის გამო მამა იოაკიმე დააპატიმრეს კიდეც; ბევრი აწვალეს და მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს; მაგრამ, მადლობა ღმერთს, მამა იოაკიმე დღესაც ეხმარება ხალხს, ეხმარება ეკლესიას, ეხმარება საპატრიარქოს. 80 წლისაა იგი და თითქმის მთელი 80 წელი გრძელდება მისი მოღვაწეობა ეკლესიის კეთილდღეობისათვის. დღეს მინდა აღვნიშნო მისი ღვაწლი და მას საჩუქრად მივართვა ვერცხლის თასი. ღმერთმა დალოცოს მამა იოაკიმე და ღმერთმა მისცეს მას კიდევ მრავალი წელი მომავალი მოღვაწეობისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხაროთ. თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებთ საქართველოსთვის.“

მამა იოაკიმეს სამძიმარი გაიმართება სიონის ტაძარში დღეს, 30 ივლისს 18.00 საათიდან.

ხვალ 14.00 საათიდან გადაასვენებენ მცხეთაში და დაკრძალავენ მცხეთის სამთავროს მონასტერში.