“შენს ქადაგებას არ უნდა უსმინოს ხალხმა” – რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში

433

სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ეპარქიაში, ტაძარში გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ უპირისპირდება მრევლიდან ერთ-ერთი ქალი მეუფე სტეფანეს. ეს უკანასკნელი კი იქვე მყოფ მამაოს ეუბნება, რომ ქალი ტაძრიდან გაიყვანონ.

“თქვენი სათქმელი ქუჩაში… გაიყვანეთ, გაიყვანეთ, მამაო. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია და არ შემოუშვათ“, – თქვა მეუფე სტეფანემ, რის შემდეგაც ქალს ხელი მოჰკიდეს და გარეთ გაიყვანეს.

კამათი ეზოშიც გაგრძელდა.

“შენს ქადაგებას არ უნდა უსმინოს ხალხმა”, – მიმართა მეუფეს ქალმა.

როგორც ირკვევა, ქალი, რომელიც მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდა, მარტვილის ეპარქიის ყოფილი თანამშრომელია.