მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ანტივაქსერები ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრირდებიან, რომ სხვებს აცრის საშუალება არ მისცენ.
„კოვიდ სტატისტიკას აცხადებენ და ხალხი აკომენტარებს – გაბერილი ციფრებიაო..
დღემდე არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს რომ ეს ვირუსი არ არსებობს. ანტივაქსერებს ჰგონიათ რომ ხალხი უნდა გადაარჩინონ, რეგისტრირდებიან, რომ სხვა არ აიცრას და აუქმებენ ჯავშანს. მაღაზიებში არც გამყიდველს და არც მომხმარებელს პირბადე არ უკეთიათ” – წერს სტეფანე.