პუბლიცისტი და მწერალი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისთვის მეტად მტკივნეულ თემას, ცოლის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
2012 წლის 6 აგვისტოს მისი სიყვარული ნანა თოიძე გარდაიცვალა.
„2012 წელი არის ჩემი annus horribilis. ექვს აგვისტოს ჩემ თვალწინ გარდაიცვალა ნანა თოიძე, არსება, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მიყვარდა და მარად მეყვარება.
ადრეც მითქვამს, ნამდვილი სიყვარული არ იკურნება“,- წერს ჩარკვიანი.