ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დედა სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს ეხმარება, ვისშიც ბექაურების ოჯახში პრემიერ-მინისტრის სტუმრობამ გაღიზიანება გამოიწვია.
„არაფერი გვიშლის ხელს, იმაში რომ ადამიანებმა დიდი ბედნიერება მივანიჭოთ ერთმანეთს… ულამაზესი საღამო გამოვიდა…ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთ…აქ, ადამიანები შევიკრიბეთ, სიხარულის გამოსახატავად. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოახერხა და მოვიდა, თუმცა ჩვენს გულებს უფრო მეტი ადამიანის სიყვარული შეუძლია, ჩვენთვის ჯანსაღი ურთიერთობები უფრო პრიორიტეტულია…ვიდრე ის, ვინ იყო იმ ღონისძიებაზე და რატომ იყო. მადლობა ლაშა ბექაურს გამარჯვებით გამოწვეული სიხარული რომ დაგვანახვა და გაგვაერთიანა ძვირფას ადამიანებთან. გვიყვარდეს ერთმანეთი, ასე უკეთესია ცხოვრება”, – წერს ვიკა წიკლაური.