“როცა ქალი ამ მდგომარეობაში ვარდება, ქმრის ბრალია” – ვინ არის თათა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”

3,445

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მორიგ სეზონში ერთ-ერთი განსახილველი თემა გახდა მორიგი ოჯახური და აქტუალური პრობლემა – ღალატი. ბიზნესმენისა და მომავალი პოლიტიკოსის ლამაზ მეუღლეს – თათას, თავს აყვარებს ახალგაზრდა, უსაქმური და ნარკომანი ბიჭი – ლევანიკო, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული დასცინცლოს ქალს, რომელსაც ქმარი მთელი ცხოვრება ღალატობდა.

ამ გმირს და მის გარშემო დატრიალებულ ამბებს სერიალის მაყურებლები აქტიურად განიხილავენ. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
“თათაში ძალიან ბევრმა, უგონოდ შეყვარებულმა ქალებმა ამოვიცანით თავი და გვერდიდან რააა გულის ამრევი შესახედიააა თურმე, როცა კაცს სთხოვ იმას,
რაც საერთოდ არ სურს შენთან. უნდა გაეცალო, გაშორდე და მოცილდე ესეთ წურბელას რაა აღარც თავმოყვარეობა შეელახება ქალს და “ლევანას” პრობლემების მოგვარების ნაცვლად სიმშვიდე მაინც გექნება ადამიანო!!”
“აქ დავრწმუნდი იმაში, რომ ქეთიმ ამ პერსონაჟით დახატა: ქალები უსიყვარულობით იტანჯებიან... პლიუს თავისი ცხოვრება შესწირა ქმარს. ექიმიც ვერ გავხდიო. თავისი თავი დაკარგა. და ქმარს კი არ უყვარს, უბრალოდ აცხოვრებს მდიდრულად. ნათელია, რა უნდოდა ეთქვა ქეთის. ქალებს სიყვარული გვჭირდება”.
“ისე, თათა მეცოდება, ყველაფერი და ყველანაირი სიტუაცია ხდება ადამიანის ცხოვრებაში… პატარა გოგო არაა, მაგრამ ღალატი მისი გეგმა რომ არ ყოფილა და უბრალოდ ყურადღებამ მოხიბლა და ახლა თვითონაც ხვდება, რაც შეეშალა! ქმარი ჩვეულებრივი მოღალატე, ლევანი ჩვეულებრივი პარაზიტი, არც ერთში არ გაუმართლა…”
“ერთ რამეს ვიტყვი, როცა
ქალი ამ მდგომარეობაში ვარდება, ქმრის ბრალია უმეტესად. ქალს სითბო უნდა და სიყვარული, კაცი ისეთი როგორიც წარმოუდგენია. ფული საჭიროა, მაგრამ არ არის ბედნიერებაა, ბევრი მინახავს ფულიანი უბედური ჯაჯღანა კაცის ხელში. აუტანელია ნამდვილად….”
“ღალატს არ აქვს გასამართელებელი საბუთი, მაგრამ თათასნაირი ქალი ბევრია – აქვს ყველაფერი, რაც სურს, ფული, ძალაუფლება, მაგრამ არ აქვს მეუღლის სითბო და ყურადღება, ვერ გრძნობს, მზრუნველობას მის მიმართ რომ გამოხატავდეს ქმარი და ისიც იცის, რომ ცალკე “ნაშებს” არ იკლებს. რაღაცნაირი ჩერჩეტი ქალის პერსონაჟია. დაინახა პატარა ბიჭი და აჟიტირდა, ეგონა, ის მისცემდა იმ სითბოს და ყურადღებას, რაც აკლდა და ვერ გაითვალისწინა, რა მძარცველი და მატყუარაც აღმოჩნდა. ასეთი ქალები ბოლოს ყველაფერს კარგავენ თავისივე უტვინობით და შესაცოდია მეტი არაფერი”.
ბევრი დაინტერესდა მსახიობით, მშვენიერი ქალბატონით, რომელიც თათას როლს განასახიერებს. ეს ქალბატონი მსახიობი და ფოტოგრაფი თამუნა ქოთილაიძეა
.