მსახიობი რუსკა ქარქაშაძე „ინსტრაგამსთორიზე“ აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ბათუმის საავადმყოფოში არსებულ მძიმე სიტუაციას ასახავს.
როგორც მსახიობი წერს, შესაძლოა, მალე დერეფნებშიც აღარ იყოს ადგილი.
„ბათუმში ხდება ეს ყველაფერი! და ამის შემდეგ ისეირნეთ ბულვარებში პირბადის გარეშე და ატარეთ ივენთები. რა უბედურებაა! აიცერით, ხალხო! იმიტომ, რომ შეიძლება აქ, დერეფანში, უპატრონოდ,
სრულიად მარტო, უიმედოდ თქვენც აღმოჩნდეთ!“ – წერს რუსკა.