უკრაინელი ქალის თმის სიგრძემ მის სიმაღლეს გადააჭარბა

425

უკრაინელი ქალის თმის სიგრძემ მის სიმაღლეს გადააჭარბა. ოდესის მკვიდრის, ალა პერკოვას შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.

ალა პერკოვას განცხადებით, მას ცხოვრებაში არასდროს შეუჭრია თმა. შესაბამისად, 37 წლის ასაკში მისი თმის სიგრძე 1,64 სანტიმეტრია, რაც ალა პერკოვას სიმაღლეს 10 სანტიმეტრით აღემატება.

უჩვეულო გარეგნობამ ქალს სოციალურ ქსელებში პოპულარობა მოუტანა. ამჟამად მას Instagram-ზე 34 ათასი გამომწერი ჰყავს, სადაც ის „ნამდვილი რაპუნცელის“ სახელით არის ცნობილი.