ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ანტივაქსერებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოქალაქეები ყველაზე მეტად ექიმბაშებსა და ასტროლოგებს უჯერებენ, ვიდრე კვალიფიციურ ექიმებს.
„ერთ-ერთი ჟურნალისტი, ხატია, რომელიც გამოდიოდა და ამბობდა მე არ მჯერა ვაქცინის. არავინ არ წავიდა ამ გოგოს წინააღმდეგ. ასეთ ადამიანებთან უნდა იყოს სხვანაირი მუშაობა.
ასეთი ადამიანი, რომელიც არის ე.წ ყველაზე ცნობილი ანტივაქსერი, რა უნდა გააკეთო იცის? არც უნდა ეჩხუბო. ჯერ ერთი ჩხუბს ანტივაქსერთან აზრი არ აქვს, პირიქით ამით ჩვენ უფრო ვაძლიერებთ მაგათ პოზიციებს.
მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები, ამ ადამიანს უნდა მოკიდო ხელი ჩააცვა ხალათი და ბატონ რატიანთან ერთი კვირა სანიტრად უნდა ამუშაო, კოვიდ პაციენტებთან“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.