ივეტა კობახიძე გარდაიცვლა

614

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აცრცელებს და ივეტა კობახიძის გარდაცვალების შესახებ წერს.

“სამწუხარო ამბავი😢
ქალბატონი, რომელიც ჩემს გვერდით დგას,
ივეტა კობახიძეა. დღეს გარდაიცვალა.
ბოროტმა ენამ და კორონამ ბოლო მოუღო!
სამშობლო უყვარდა, ბატონი ზვიადი და
ყველა ქართველი უყვარდა. დიდი ამაგი
აქვს მეგობრებზე, მეზობლებზე, ახლობლებზე,
უცნობებზე, ნაცნობებზე და… უმადურებზეც!
ჩემზეც დიდი ამაგი აქვს, შვილივით ვუყვარდი.
გულგახსნილი, ხელგაშლილი, ბარაქიანი,
უანგარო და ლამაზი ქალი წავიდა იმ სოფლად!
ადამიანები უყვარდა, სტუმართმოყვარე გახლდათ,
ნახევრად კოლხი, მეგრული, უგემრიელესი სადილებით გვანებივრებდა. არ ესტუმრებოდი?
სახლში მოგართმევდა, გულუხვად, სიხარულით.
დღეს მთაწმინდაზე ვიყავი, ზვიადის და მერაბის
საფლავებზე ვარდები დავაწყვეთ მე, მაია რუსაძემ
და იზა ესებუამ. დავბრუნდი სახლში და, ახლა,
ვწუხვარ, ვტირი და ვტირი!.. გული ჩამეგლიჯა!
ჩემი ცხოვრება ალბომად აქცია, ყველა ლექსი,
ინტერვიუ, ფოტოები, ერთად შეკრიბა და მაჩუქა.
რასაკვირველია, მერაბ კოსტავას და, მისი საფიცარი
პრეზიდენტის, ბატონი ზვიადის ცხოვრება, ლექსები,
მოთხრობები, ერთად აკინძა და მიქარგ-მოქარგა
თავისი დაუღლელი, ლამაზი თითებით🌷😢🌹
ე. წ. თბილისის ომის დროს მისი ლამაზი შუბლი
ტყვიამ გაკენწლა, ჭრილობა კი პატარა ჯვრის
გამოსახულებით დარჩა. ნეტავ, მოვეკალი იმ ტყვიასო,
ამბობდა! გროზნოშიც იყო, ზვიადი დაიტირა!
უფალმა გაცხოვნოს ჩემო ივეტა!
ზეცაში ქართველი გმირები აგიტაცებენ!
არ შეგეშინდეს! უფალთან შუამავლობას გაგიწევენ!
შენი თინათინ მღვდლიაშვილი
🌳🌺🌷
ფოტოზე; მომღერალი ოთარ ანდღულაძე,
თინათინ მღვდლიაშვილი და ივეტა
კობახიძე. 2018 წელი, 17 მაისი
რუსთაველის გამზირი”