მსახიობი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და რეგულაციების მეტად გამკაცრებას მოითხოვს.
მისი თქმით, აუცრელი პერსონალი მომსახურების სფეროში არ უნდა მუშაობდეს.
„გაამკაცრეთ რეგულაცია!
აუცრელი ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ საავადმყოფოებში, კვების და ტურისტულ ობიექტებზე, ესთეტიკური მომსახურების ადგილებში, შოპინგ მოლებში, სასწავლო დაწესებულებაში“, – წერს ფარულავა.