მსახიობი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს, რათა ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვოს.
მისი თქმით, გიორგი გაწეული საქმიდან გამომდინარე ნამდვილად იმსახურებს დაფასებას.
„მოვითხოვოთ, რომ საქართველოს მთავრობამ და მხედრობამ დააჯილდოვოს ბატონი გიორგი ფხაკაძე წმინდა გიორგის სახელობის ორდენით კოვიდთან გაწეული ბრძოლის დროს განსაკუთრებული წვლილისათვის“,– წერს ფარულავა.
აღნიშნულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა კომენტარებში.
„მე ნორმალური არც მგონია“
„ემიგრანტები რომ ლანძღა ჯერ იმის შერცხვეს. აღარც მაინტერესებს მისი აზრები“
„ვინც აჰაჰავებთ ნეტა თქვენს ტვინში ჩამახედა და გიორგის მეოთხედი ჭკუა და გონება მოგცათ რა!“
„ზოგიერთის სიცილის სმაილი გამაღიზიანებელია სრულიად გეთანხმებით ია“
„ეს კაცი რომ არა, პირბადის ფასი 18 თეთრი ნამდვილად არ გახდებოდა. 1.80 ღირდა პირბადე ბოლოს რომ ვიყიდე, გაიაფებამდე“,- წერენ კომენტარებში.