“ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკებია, გთხოვთ დამიბრუნოთ“ – ქუთაისში მოქალაქემ საფულე დაკარგა და მპოვნელს მიმართავს
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ცარციძე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ, ქუთაისში საფულე დაკარგა, სადაც პირადობის მოწმობასთან ერთად თანხა, 759 ევრო იყო. ის იმ ადამიანს მიმართავს, რომელმაც საფულე იპოვა და სთხოვს უკან დაუბრუნოს, რადგან თანხა ბავშვის მკურნალობისთვის იყო განკუთვნილი.
„ძალიან გთხოვთ ყველას, ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიაროთ.
გუშინ, დაახლოებით 7 საათისთვის ნიკას მეორე შესახვევში, კერძოდ 4 ნომრიდან 7 ნომერ ბინამდე დაიკარგა საფულე.
დევს პირადობა და 750 ევრო. ძალიან გთხოვთ, თუ კი ვინმემ იპოვეთ და ღვთისნიერი ხართ, შემეხმიანეთ.
ფული ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკებია. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ.
ტელ: 598 407 258“ – წერს ლევან ცარციძე.