101 წლის ამერიკელი ვირჯინია ოლივერი ასაკის მიუხედავად საყვარელ საქმიანობას არ შორდება და ომარების ჭერას განაგრძობს. ამის გამო ის მიმების გმირი გახდა.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ვირჯინია ეფექტურად ისვრის ოკეანეში ომარს და სურათი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. Twitter-ზე ის ჟურნალისტმა და ბლოგერმა ზაკ ბადრიკმა გამოაქვეყნა.
სოცქსელის მომხმარებლებმა კი ბებო Marvel-ის სუპერგმირებს, ტორსა და დოქტორ სტრენჯს მიამსგავსეს.
ზოგმა კი ვირჯინიას ფოტო კორონავირუსის პანდემიას მოარგო.