რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

1,092

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოცხადდა. გამოცდები ცნობილი ადამიანების შვილებმაც ჩააბარეს, მათმა მშობლებმა კი ემოციები სოციალური ქსელის გამომწერებს გაუზიარეს. სტუდენტი გახდა მიხეილ ბატიაშვილის, ნოე სულაბერიძისა და პეტრე კოლხის შვილებიც.

„BTU-ს სტუდენტი! გილოცავ მამ და სულ წარმატებები”, – წერს მიხეილ ბატიაშვილი.

„ვურეკავ და ვერ გავაღვიძე… გულმა არ მომითმინა, მის მონაცემებში შევედი და რაც პირველი ეწერა, იქ მოხვდა… ჩემი დაჩი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ,,ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციების” ფაკულტეტის სტუდენტია…
მადლობა ,,ქართულ-ავსტრიულ” სკოლას და მის ხელმძღვანელობას – მანანა გერგაულს, თემურ გვირჯიშვილს… მადლობა თამრიკო ბენაშვილს, დარეჯან კვანჭიანს, მადლობა ისტორიის პედაგოგს… ყველას მადლობა, ვინც დაჩის მხარში დაუდგა… პატარა რომ იყო ხშირად ამბობდა, ,,ნაღდი კაცი ვარო”… ჰოდა, იმედი მაქვს ეს სინაღდე მთელი ცხოვრება გაჰყვება, მით უფრო მის მიერ არჩეულ პროფესიაში”, – წერს პეტრე კოლხი.

სტუდენტი გახდა მიხეილ ბატიაშვილის ვაჟიც. მისმა შვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩააბარა.