“ანგარიშზე თანხა აღარ მაქვს… შეშინებული ვარ” – ბერი ანდრიას ფონდი შველას ითხოვს

680

ბერი ანდრიას ფონდს ძნელბედობის ხანა უდგას. აი, რას ვკითხულობთ ფონდის დამფუძნებლის, ბერი ანდრიას დედის, თინათინ ჩხვიმიანის “ფეისბუქზე”.

“შვილობილებისთვისაც ძნელბედობის ხანა დააყენა COVID-19ით გამოწვეულმა პანდემიამ… ჩვენ ხომ თქვენი შემოწირულობებით და ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სახალისო, ხალხმრავალი ღონისძიებებით ვარსებობთ (რასაც პანდემიის გამო ვეღარ ვახერხებთ!) და ვეხმარებით სიცოცხლისათვის ბრძოლაში ავთვისებიანი, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენი რამოდენიმე მეგობარი კომპანია და ქველმოქმედი ადამიანი გვერდით დაგვიდგა, მაგრამ მათი თანადგომით, მხოლოდ იმ 14 შვილობილის გამოკვება შევძელით, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობდნენ კარანტინის დროს.
ამ საოცარ მეომრებს საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდება დღეს” – წერს დედა თინათინი.