ვის აკითხავს არჩილ თალაკვაძე მოტოციკლით და როგორია პოლიტიკოსის ოჯახური ცხოვრება

597

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძის პოლიტიკური ცხოვრება და კარიერა ასე თუ ისე ბევრმა იცის, თუმცა პოლიტიკოსი საკუთარი ოჯახის და ჰობის შესახებ ნაკლებად საუბრობს.

თუმცა, როგორც ჩანს თალაკვაძე პოეტობასაც ითავსებს. თავის პოეტურ ბუნებას არჩილი არ თმობს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდანაც რომატიკულ ფრაზებს ფეისბუკზე წერდა: 

პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

„ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა, სადაც ძალებს აღვიდგენ და სტრესს ვანიავებ ჩემი ფსიქიკიდან. მყავს მეუღლე – ქეთი ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი ელე დაანა-ბეატრისი. ამ საზოგადოებაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მთავარია, მოვახერხო, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის მაგალითი გახდეს, ისევე, როგორც ჩემი მშობლების ცხოვრება არის ჩემთვის მაგალითი,“- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

– მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ძალიან გადატვირთულ რეჟიმში გიწევთ ყოფნა, ბავშვებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– ელე დღემდე ჩემი მოგონილი ზღაპრებით იძინებს. ადრე ზღაპრებს მე თვითონ ვუყვებოდი, მაგრამ დღეს ამის დროც აღარ მრჩება. ამიტომ, კვირის განმავლობაში ტელეფონში ვუწერ ხოლმე, და მერე ამას ძილის წინ უსმენს და ისე იძინებს. ასე რომ, გამოსავალი ყოველთვის არის, მთავარია მონდომება.

„რომანტიკისთვის ბევრი დრო არ მრჩება, თუმცა ქეთის აქვს ის, რაც საყვარელ ქალს სჭირდება – ერთად გატარებული საღამოები, ჩემი ლექსები, სამსახურში ჩემან გაგზავნილი ყვავილებიც. კვირას მოტოციკლით, ძველი ჯინსებითა დ ტყავის ქურთუკითაც გავუვლი ხოლმე და სასეირნოდ მიმყავს“, – ამბობს „სარკესთან“ საუბარში არჩილ თალაკვაძე.