new_year

რუსი ტურისტი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა

360

კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ექსკურსიის დროს რუსი ტურისტი ქალი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა. ამის შესახებ გამოცემა GreekReporter-ი წერს.

სარკოფაგიდან ქალის ამოყვანა მხოლოდ სხვა ტურისტების დახმარებით მოხერხდა.

წმინდა ლაზარეს სარკოფაგი IX საუკუნის ეკლესიაში, საკურთხევლის ქვეშ მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ სამარხში იპოვეს წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა და ჩვ. წ. 63 წელს კვიპროსში გარდაიცვალა.